ჯონ კირბი აცხადებს, რომ „ჰამასის“  მძევლების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებები კონსტრუქციულია

მძევლების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებები კონსტრუქციულია, - ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.

„ვფიქრობ, სამართლიანია მათი როგორც კონსტრუქციულის დახასიათება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმებისთვის კიდევ ერთი საფუძველი არსებობს, რომელსაც შეიძლება მეტი მძევლის გათავისუფლების, მეტი ჰუმანიტარული დახმარების შეტანისა და ძალადობის დონის შემცირების თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს“, - განაცხადა ჯონ კირბიმ.

ბოლო დღეებში მოლაპარაკებების სერია შედგა, რომლებშიც აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელი, უილიამ ბერნსი მონაწილეობდა.

კვირას, ბერნსი ისრაელის სადაზვერვო სააგენტოს „მოსადის“ ხელმძღვანელს, კატარის პრემიერ-მინისტრსა და ეგვიპტის დაზვერვის ხელმძღვანელს შეხვდა.

ჯონ კირბიმ აღნიშნა, რომ კატარის, ეგვიპტისა და ისრაელის წარმომადგენლებთან დისკუსიები სასარგებლო იყო, თუმცა წინ კიდევ ბევრი სამუშაოა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს