ანდრეი ერმაკი - მზად ვართ მეორე გლობალურ სამშვიდობო სამიტზე რუსეთის წარმომადგენლების მოწვევის საკითხი განვიხილოთ

მზად ვართ მეორე გლობალურ სამშვიდობო სამიტზე რუსეთის წარმომადგენლების მოწვევის საკითხი განვიხილოთ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა უკრაინისა და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენ მზად ვართ ყველას მოვუსმინოთ. ჩვენთან ერთად მაგიდასთან ჩვენი პარტნიორები არა მხოლოდ ნატო-ს და ევროკავშირის ქვეყნებიდან, არამედ გლობალური სამხრეთის ქვეყნებიდანაც სხედან“, - განაცხადა ანდრეი ერმაკმა.

ერმაკმა აღნიშნა, რომ ჯერ ერთობლივი გეგმა უნდა შეიქმნას და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება რუსეთთან საუბარზე ფიქრი.

„მსურს გავიმეორო „მშვიდობის ფორმულის“ ლოგიკა: პირველი შეხვედრა, პირველი სამიტი ლიდერების დონეზე - ეს არის რუსეთის მონაწილეობის გარეშე. შემდეგ ათიდან ცხრა პუნქტის მიხედვით ცალკეული შეხვედრების ჩატარების შესაძლებლობა იქნება, გეგმის შემუშავების მიზნით სხვადასხვა დონეზე კონფერენციები, ღონისძიებები და ლიდერების დონეზე გასამართ მეორე სამიტზე, როდესაც გეგმა მზად იქნება, ჩვენც მზად ვიქნებით, რომ რუსეთის წარმომადგენლების მოწვევის საკითხი განვიხილოთ“, - აღნიშნა ერმაკმა.

შეგახსენებთ, 15 იანვარს, ბერნში უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტის დროს, შვეიცარია გლობალური სამშვიდობო სამიტის ორგანიზებას დათანხმდა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს