რამაზ საყვარელიძე ცვლილებებზე - უფრო მეტი კითხვის ნიშანია, ვიდრე ძახილის ნიშანი

ივანიშვილმა კორუფცია ახსენა, როდესაც მესამედ შემოტრიალდა პოლიტიკისკენ. სავარაუდოა, რომ ეს დღევანდელი გადაადგილების ერთი-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

მისივე თქმით, კორუფცია, როგორც წესი ფეხს იკიდებს აღმასრულებელ სტრუქტურაში.

„უფრო მეტი კითხვის ნიშანია, ვიდრე ძახილის ნიშანი. ვარაუდი აგებულია ივანიშვილის და ნაწილობრივ ღარიბაშვილის ტექსტებზე, რაც ჩვენს ხელთ არის. ივანიშვილმა თავის დროზე კორუფცია ახსენა, როდესაც მესამედ შემოტრიალდა პოლიტიკისკენ. სავარაუდოა, რომ ეს დღევანდელი გადაადგილების ერთი-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს. კორუფცია, როგორც წესი ფეხს იკიდებს აღმასრულებელ სტრუქტურაში.

თითოეულ კორუფციონერობის კანდიდატს ცალ-ცალკე რომ არ სდიო, შესაძლოა გაუჩნდათ ეს იდეა, რომ პრემიერი შეცვალონ, ერთი კაცის შეცვლით მთელი მინისტრთა კაბინეტი იცვლება. ამგვარი ცვლილებით მოხდეს ერთიანი გასუფთავება.

კორუფციის ბრალდების სამიზნეები აღარ იქნებიან. აღმოფხვრა ნიშნავს, რომ კორუფცია უნდა დასაჯო. კორუფცია არის უზარმაზარი კიბო, რომელიც უნდა მოაგვარო, უმკურნალო და ამოკვეთო. არჩევნები რომ მოდის, შესაძლოა ჩათვალეს, რომ ამგვარი გამოძიების დრო ახლა არ არის და მთლიანი კაბინეტის შეცვლა საშუალებას მისცემთ მათ, რომ ბრალდების ადრესატები აღარ იყვნენ მოსახლეობის მხრიდან“,- აღნიშნა საყვარელიძემ.

ამასთან მან ირაკლი ღარიბაშვილზეც ისაუბრა და განმარტა, რომ ღარიბაშვილი „ქართულ ოცნებაში“ პოპულარული ფიგურაა.

„მან კარგიც გააკეთა, ისეთი, რომ მოსახლეობამ დაინახა, კერძოდ, ომის თემა ღარიბაშვილს უკავშირდება, ღარიბაშვილმა გახადა რეგიონული ცენტრი თბილისი, აზერბაიჯან-ერევნის ურთიერთობის დარეგულირებისთვის მას პირადად გადაუხადეს მადლობა. ახლა ჩინეთთან ურთიერთობაში ღარიბაშვილი ერთ-ერთი აქტიურია. სამივე ხაზი საკვანძოა.

საქართველოს გულშემატკივრისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენებია, ამის კავშირი ღარიბაშვილთან ღარიბაშვილს აქცევს პოპულარულ ფიგურად”,- აღნიშნა საყვარელიძემ.

ამასთან, მან ირაკლი კობახიძის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაზეც ისაუბრა. როგორც მან განმარტა, კობახიძემ ამ ტექსტით განაცხადა, რომ მისი მიზანია სხვა ქვეყნებთან შედარებით საქართველო უფრო მაღალი სტატუსის მქონე გახადოს.

„საინტერესო კუთხე იყო, ჩვენ შეჩვეული ვართ, რომ მიღწევებზე ციფრებით საუბრობენ, აქ კობახიძის ტექსტში შედარებები იყო სხვა ქვეყნებთან. იშვიათად მინახავს... ფაქტობრივად, კობახიძემ ამ ტექსტით განაცხადა, რომ ის შედის ამ მიზნით, რომ სხვა ქვეყნებთან შედარებით გახადოს საქართველო უფრო მაღალი სტატუსის მქონე, არამხოლოდ სხვა ფინანსური ორგანიზაციების შეფასებები“,- აღნიშნა საყვარელიძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი