ნიდერლანდები უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის 122 მილიონ ევროს გამოყოფს

ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრის, კაისა ოლონგრენის განცხადებით, მისი ქვეყანა უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის 122 მილიონ ევროს გამოყოფს.

მისი განმარტებით, დახმარების ახალი პაკეტის ფარგლებში, თანხების უმეტესი ნაწილი - 87 მილიონი ევრო - უკრაინისთვის 155 მმ-იანი საარტილერიო საბრძოლო მასალის შეძენას მოხმარდება. 25 მილიონი ევრო გადაეცემა უკრაინის საერთაშორისო ფონდს, რომელსაც ხელმძღვანელობს გაერთიანებული სამეფო და რომელიც აფინანსებს სამხედრო ტექნიკის ერთობლივ შეძენას უშუალოდ მწარმოებლებისგან - კერძოდ, საჰაერო თავდაცვის სისტემების, საბრძოლო მასალისა და სათადარიგო ნაწილების შეძენას.

10 მილიონი ევრო უკრაინაში კიბერთავდაცვის გაძლიერებას მოხმარდება IT-კოალიციის ფარგლებში, რომელსაც ნიდერლანდები უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის ბოლო შეხვედრის შემდეგ შეუერთდა.

"ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინის მხარდაჭერა არა მხოლოდ მოკლევადიან პერსპექტივაში, არამედ გრძელვადიან პერსპექტივაშიც. განსაკუთრებით ახლა მნიშვნელოვანია იმის ჩვენება, რომ ჩვენ ვეხმარებით უკრაინას", - განაცხადა კაისა ოლონგრენმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს