იენს სტოლტენბერგმა და ლოიდ ოსტინმა უკრაინის მხარდაჭერის გაფართოებისთვის იარაღის წარმოების გაზრდაზე ისაუბრეს

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი, ლოიდ ოსტინი ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს ვაშინგტონში შეხვდა, - ინფორმაციას აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ოსტინმა და სტოლტენბერგმა უკრაინის საჭიროებისთვის თავდაცვის წარმოების სწრაფად გაზრდის კრიტიკულ აუცილებლობაზე ისაუბრეს.

„თითოეულმა აღნიშნა თავდაცვის წარმოების სწრაფად გაზრდის კრიტიკული აუცილებლობა უკრაინის მხარდაჭერის გაფართოების, ალიანსის საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის მარაგის შევსების და ვილნიუსის სამიტზე მიღებული თავდაცვის გეგმების გაზრდილი მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით“, - აღნიშნულია აშშ-ის თავდაცვის უწყების განცხადებაში.

უკრაინასთან დაკავშირებით, მათ ასევე ხაზი გაუსვეს ნატოს ერთიანობის შენარჩუნების მნიშვნელობას და განიხილეს ალიანსის მხარდაჭერა.

ლოიდ ოსტინმა და იენს სტოლტენბერგმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები ახლო აღმოსავლეთში უსაფრთხოების ვითარების შესახებ, კერძოდ, გამოხატეს აღშფოთება და მწუხარება იორდანიაში ამერიკელი სამხედროების დაღუპვისა და დაშავების გამო.

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია