მიხეილ სარჯველაძე - როცა გლობალური შემფასებელი აცხადებს, რომ საქართველოს აქვს წარმატება და გიგაური და მასთან დაკავშირებული ამფსონები ბრძანებენ, რომ დრამატული ვითარებაა კორუფციის მიმართულებით, ვის უნდა ენდოს ამომრჩეველი, გასაგებია

როცა გლობალური შემფასებელი აცხადებს, რომ საქართველოს აქვს წარმატება და გიგაური და მასთან დაკავშირებული ამფსონები ბრძანებენ, რომ დრამატული ვითარებაა კორუფციის მიმართულებით, ვის უნდა ენდოს ამომრჩეველი, გასაგებია, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რითაც კორუფციის აღქმის ინდექსთან დაკავშირებით "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

სარჯველაძის თქმით, "ინსინუაციები, სპეკულაციური ინტერპრეტაციები, დამახინჯებული რეალობის გასაღების მცდელობა აქტუალურია ჩვენ ქვეყანაში."

"ქალბატონი გიგაურის და არამხოლოდ მისი ამ ორგანიზაციაში, პირადი პოზიციები, დამოკიდებულებები და განწყობები ხელისუფლების მიმართ, მგონი მკაფიო არგუმენტია იმასთან დაკავშირებით, რომ მაინც და მაინც სარწმუნოობაზე ვერ ექნება პრეტენზია მათ განცხადებებს, ინფორმაციას და ა.შ. მიუკერძოებელი კვლევები მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოს აქვს წარმატება, ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა მონაცემები, რომლითაც ყველა კანდიდატ სახელმწიფოზე უკეთესი მაჩვენებელი აქვს ანტიკორუფციული მიმართულებით საქართველოს, ეს რატომ რჩება შეუმჩნეველი?! ეს არის უცნაური და არასწორი დამოკიდებულება. როცა მიუკერძოებელი არბირტი, გლობალური შემფასებელი აცხადებს, რომ საქართველოს აქვს წარმატება და გიგაური და მასთან დაკავშირებული ამფსონები ბრძანებენ, რომ დრამატული ვითარებაა, ვის უნდა ენდოს ამომრჩეველი, გასაგებია. უნდა ენდოს გლობალურ შეფასებებს. არ არსებობს ავტორიტეტული კვლევა კორუფციის მიმართულებით, რომლის მიხედვითაც საქართველოს არ აქვს წარმატებული პოზიციები,"- განაცხადა სარჯველაძემ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ინფორმაციით, საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ გამოქვეყნებული 2023 წლის „კორუფციის აღქმის ინდექსის“ (CPI) მიხედვით, საქართველოს 53 ქულა აქვს, რაც წინა წელთან შედარებით, 3 ქულით ნაკლებია.

მათი განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო კვლავაც რეგიონში წამყვან პოზიციებზეა, მას ასეთი დაბალი ქულა 2015 წლის შემდეგ არ ჰქონია.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი