ენტონი ბლინკენი - ვხედავთ გარკვეულ მტკიცებულებებს იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს უკრაინისთვის დახმარების შეწყვეტა ბრძოლის ველზე

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, უკრაინისთვის ამერიკული დახმარების შეწყვეტამ ბრძოლის ველზე გარკვეული გავლენა იქონია.

ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ბლინკენმა აღნიშნა, რომ უკრაინის საჭიროებების მუდმივი დაფინანსება მნიშვნელოვანია როგორც შეერთებული შტატების, ასევე ნატო-ს მოკავშირეებისა და პარტნიორების მხრიდან.

„თუ შეერთებული შტატები არ შეასრულებს თავის ვალდებულებებს, მაშინ ეს უფრო გაართულებს ევროპელებისა და სხვებისთვის, გააგრძელონ ის, რასაც აკეთებდნენ. ასე რომ, ვფიქრობ, რომ ამას დიდი მნიშვნელობა აქვს, დიდზე დიდი. ვფიქრობ, აუცილებელია, რომ ჩვენ ნამდვილად შევასრულოთ ჩვენი ვალდებულებები და დარწმუნებული ვარ, რომ მოკავშირეები და პარტნიორები მთელ მსოფლიოში გააგრძელებენ იმას, რასაც აკეთებდნენ“, - აღნიშნა ბლინკენმა.

მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ აშშ-ის კონგრესში უკრაინის მიმართ ორპარტიული მხარდაჭერა შენარჩუნდება.

„მოდით, ვნახოთ რა იქნება მომდევნო დღეებში და კვირებში, ფულის სხვა ჯადოსნური ქოთანი არ არსებობს. ამჟამად ამოგვეწურა სამხედრო დახმარება, რომელსაც ვუწევდით უკრაინას და ვხედავთ მტკიცებულებებს იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს ეს ბრძოლის ველზე“, - აღნიშნა ბლინკენმა და დასძინა, რომ უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!