სერგეი ლავროვი - დასავლეთს ესმის, რომ პროექტმა „უკრაინამ“ ჩავარდნა დაიწყო

დასავლეთს ესმის, რომ პროექტმა „უკრაინამ“ ჩავარდნა დაიწყო, მაგრამ ვერ წყვეტს მის მხარდაჭერას, მათ შორის, ეკონომიკური სარგებლის თვალსაზრისით, ­- ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.

„მთავარი დონორი აშშ, შემდეგ მოდის გერმანია, ბრიტანეთი, დანია, პოლონეთი, ნორვეგია, ნიდერლანდები, შვედეთი. უკრაინისთვის აღმოჩენილი ფინანსური მხარდაჭერის მაჩვენებლები ბევრს მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დასავლეთისთვის მათი პროექტი „უკრაინის“ ჩაშლის თავიდან აცილება. უფრო მეტიც, მათ უკვე ესმით, რომ ჩაშლა დაიწყო, მაგრამ მაინც ვერ შეაჩერებენ და არა მხოლოდ პრესტიჟის გამო, არამედ ეკონომიკური სარგებლის თვალსაზრისითაც“, - აღნიშნა ლავროვმა.

ამასთან, რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის მტკიცებით, მოსკოვმა იცის შემთხვევები, როდესაც დასავლეთი ზოგიერთ ქვეყანას სთხოვს, უკრაინას რუსული იარაღი საიდუმლოდ გაუგზავნოს.

„შევდივართ კონტაქტებში შესაბამის ქვეყნებთან, რომლებსაც დასავლეთი არწმუნებს, უკრაინას სწრაფად გადასცეს იარაღი ისე, რომ არაფერი გვითხრას ჩვენ, როგორც იარაღის ამა თუ იმ პარტიის მიმწოდებლებს. ჩვენ გავაგრძელებთ უზრუნველყოფას, რომ ეს ვალდებულებები, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა საერთაშორისო ვალდებულებები დაცული იყოს“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა