გია ვოლსკი სამთავრობო ცვლილებებზე - არ მინდა ვინმემ გაივლოს აზრი, რომ პარტიის ლიდერობა არის დაკნინება - თანამდებობრივად ეს არის თანაწონადი პოზიციები და გრძელ და რთულ გზაზე ეს გადანაცვლება გამართლებულია

გადანაცვლება ახალ იმპულსს, ახალ ენერგიას მოგვცემს, მაგრამ მართვის სისტემა არ შეიცვლება - თანამდებობრივად ეს არის თანაწონადი პოზიციები, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ პრემიერ-მინისტრის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილიირაკლი კობახიძით ჩანაცვლებასთან დაკავშირებით განაცხადა.

ცვლილებების კონტექსტში გია ვოლსკიმ ასევე აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილი ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს არასდროს იღებს.

“ეს არის ორი ფლანგი, პარტიული “ლიდერშიპი” და სახელისუფლო სამეურნეო საქმიანობის ხელმძღვანელი, მაგრამ საშინაო და საგარეო პოლიტიკის საკითხებთან დაკავშირებით არ არსებობს ისეთი საკითხი, სადაც ეს ორი მხარე შეთანხმებული არ იყოს. პირველი პირები, ლიდერები - ირაკლი ღარიბაშვილი და ირაკლი კობახიძე ერთმანეთთან ყოველთვის მუდმივი კონსულტაციების რეჟიმში იმყოფებოდნენ და ასევე გაგრძელდება. გრძელი, რთული გზა გამოვიარეთ საკმაოდ წარმატებულად, მიღწევები ნათელია, პრობლემები კიდევ ბევრია დარჩენილი და მობილიზება როგორც ერთი, ისე მეორე მიმართულებით არ იქნება არანაირად შემცირებული. ერთი ფლანგიდან მეორეზე გადანაცვლება ახალ იმპულსს, ახალ ენერგიას მოგვცემს, მაგრამ მართვის სისტემა არ შეიცვლება. ირაკლი კობახიძე იქნება პოლიტსაბჭოს პოლიტიკური მდივანი და პოლიტსაბჭოში მას იგივე პოზიციები შეუნარჩუნდება, რაც ჰქონდა ირაკლი ღარიბაშვილს.

არ მინდა ვინმემ ერთი წუთით დააკნინოს, ან გაივლოს ის აზრი, რომ პოლიტიკური პარტიის ლიდერობა არის დაკნინება იმ მიღწევის და პოზიტიური განვითარების, რაც ირაკლი ღარიბაშვილის სახელს უკავშირდება. როგორ შეიძლება, რომ პარტიული ლიდერობა, როცა თქვენ გინდათ მაღალი თანამდებობაა, როცა გინდათ - დაბალი? ასე არ არის. თანამდებობრივად ეს არის თანაწონადი პოზიციები და გრძელ და რთულ გზაზე ეს გადანაცვლება არის გამართლებული. ირაკლი ღარიბაშვილის წინადადებით მოხდა, რომ ეს ცვლილება ახლა ხორციელდება - იანვრის ბოლოს - თებერვლის დასაწყისში. ჩვენ მაინც ვფიქრობდით, ზაფხული იყო უკეთესი პერიოდი ამისთვის.

კიდევ ერთი მინდა გითხრათ, არ არსებობს 2011 წლიდან მოყოლებული გადაწყვეტილება, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ერთპიროვნულად, პირადი მოსაზრებებიდან გამომდინარე მიეღო. მუდმივად არსებობს კონსულტაციების რეჟიმი, რომელიც ერთი პერიოდი შეწყდა, რადგან გასული იყო პოლიტიკიდან და ურთიერთობის ისევ იმავე რეჟიმს დავუბრუნდით,“ - განაცხადა ვოლსკიმ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია