Reuters - ბელგიელი ფერმერები პროტესტის ნიშნად ზებრუგეს პორტის ბლოკირებას აპირებენ - ფერმერთა აქციები იმართება საფრანგეთსა და გერმანიაშიც

ევროკავშირის გარემოსდაცვითი პოლიტიკის წინააღმდეგ ფრანგი ფერმერების პროტესტს ბელგიელი ფერმერებიც შეუერთდნენ.

Reuters-ის ინფორმაციით, ისინი გეგმავენ ზებრუგეს პორტის ბლოკირება მოახდინონ და გემებს კონტეინერების გადაზიდვის საშუალება არ მისცენ.

აქტივისტები საწვავის ფასის ზრდასა და უცხოური იაფი პროდუქციის მასობრივ იმპორტსაც აპროტესტებენ. უკვე რამდენიმე დღეა, რაც ფრანგი ფერმერები ინფლაციის გამო შემოსავლების შემცირებას, სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტის გაზრდას და ბიუროკრატიას აპროტესტებენ.

ფერმერებმა ტრაქტორებით პარიზის გარშემო არსებული საავტომობილო გზები გადაკეტეს.

საფრანგეთის მთავრობამ განაცხადა, რომ ფერმერებს დიზელის საწვავის სუბსიდირებას არ შეუწყვეტს და ევროკავშირისგან ეკოლოგიური ნორმის მოითხოვს, თუმცა ფერმერები ამ ზომებს არასაკმარისად მიიჩნევენ.

2023 წლის დეკემბრიდან აქციებს მართავენ გერმანელი ფერმერებიც.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება