პაატა დავითაია - ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული განათლების სისტემას დაქვემდებარებული სკოლები არის ღია ნაბიჯი ოკუპაციიდან ანექსიისკენ და საფრთხეს უქმნის აფხაზების თვითმყოფადობას

პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარის, პაატა დავითაიას განცხადებით, რუსეთის პრემიერ-მინისტრის განკარგულებით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში უკვე ოფიციალურად დაიწყო დოკუმენტაციების მომზადება რუსულ საგანმანათლებლო სისტემას დაქვემდებარებული სკოლების ფუნქციონირებისთვის, რაც არის ანექსიის კიდევ ერთი ნიშანი და საფრთხეს უქმნის ადგილობრივი მოსახლეობის თვითმყოფადობას.

პაატა დავითაია ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობას, საგარეო საქმეთა სამინისტროს მკვეთრი რეაგირებისკენ მოუწოდებს.

„ზოგადსაგანმანათლებლო სკოლები, სადაც სწავლობენ რუსი ოფიცრების შვილები, უკვე აშენებულია. ახლა რუსეთის ფედერაციამ დოკუმენტაციის მომზადება დაიწყო მხოლოდ იმისთვის, რომ შექმნას სამართლებრივი ბაზა და ოფიციალურად მოხდეს ამ სკოლების დაკავშირება რუსულ საგანმანათლებლო სისტემასთან. მათი მიზანია, ამ სკოლებში მოხდეს ადგილობრივი მოსწავლეების ინტეგრირება, მათ დაიწყონ სიარული რუსულ სისტემას დაქვემდებარებულ სკოლებში, რაც არის აფხაზების თვითმყოფადობის განადგურების კიდევ ერთი გზა. ადგილობრივმა მოსახლეობამ უნდა გაცნობიეროს, რა საფრთხის შემცველია ეს სკოლები მათი თვითმყოფადობისთვის, რისი შენარჩუნებაც მათ მხოლოდ ქართველებთან თანაცხოვრებით შეუძლიათ.

მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, საგარეო საქმეთა სამინისტროს მოახდინოს მკვეთრი რეაგირება ამ საკითხთან დაკავშირებით, რადგან ეს არის ღია ქმედება და ნაბიჯები ოკუპაციიდან ანექსიისკენ, რაც აუცილებლად მოითხოვს საერთაშორისო პარტნიორების ინფორმირებას და სერიოზულ სამართლებრივ რეაგირებას", - აცხადებს პაატა დავითაია.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება