გიორგი ვაშაძე - აშშ-ში შეხვედრები მაქვს „გუგლის“, „ეფლის“, „ამაზონის“ წრეებთან, ჰარვარდის ბიზნესსკოლის ქსელთან, რათა ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალი გავზარდოთ

რატომ ვარ ამერიკაში? ამჯერად, ეს ვიზიტი არ არის პოლიტიკურ წრეებთან შეხვედრისთვის, ქართველებთან ერთად ძალიან მძლავრ ეკონომიკურ ჯგუფს ვაკეთებთ, რომელიც ინვესტიციების მოზიდვაზე იმუშავებს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ აშშ-ში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ პრესსამსახურის ცნობით, ოპოზიციონერი ლიდერი აშშ-ში „გუგლის“, „ეფლის“, „ამაზონისა“ და ჰარვარდის ბიზნეს ქსელის წრეებთან შეხვედრებს მართავს, რომლის მიზანსაც საქართველოში ამერიკული და ევროპული ინვესტიციების მოზიდვა წარმოადგენს.

ვაშაძე, ასევე მძლავრი ეკონომიკური ჯგუფის შექმნას აანონსებს, რომელიც საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის გაზრდაზე იმუშავებს.

„რატომ ვარ ამერიკაში? ამჯერად, ეს ვიზიტი პოლიტიკურ წრეებთან შეხვედრისთვის არ არის, არამედ საინვესტიციო წრეებსა და ძალიან წარმატებულ ქართველ თანამემამულეებს ვხვდები. ქართველებთან ერთად ვაკეთებთ ძალიან მძლავრ ეკონომიკურ ჯგუფს, რომელიც ინვესტიციების მოზიდვაზე იმუშავებს. ეს არიან ადამიანები, რომლებიც კერძო სექტორში არიან, საინვესტიციო ბანკებში მუშაობენ ან წამყვან საფინანსო ორგანიზაციებს წარმოადგენენ და თვითონ წარმატებული ბიზნესმენები არიან, ახალგაზრდა თაობის ქართველებზე ვსაუბრობ.

მეორე მხრივ, შეხვედრები მაქვს „გუგლის“, „ეფლის“, „ამაზონის“ წრეებთან, ჰარვარდის ბიზნესსკოლის ქსელთან, რათა საინვესტიციო პოტენციალი მაქსიმალურად გავზარდოთ, როცა გავიმარჯვებთ არჩევნებში ხალხთან ერთად, ეს ყოველივე სწრაფად უნდა იყოს რეალიზებული.

დიახ, ჩვენ შეგვიძლია მოვიზიდოთ ამერიკული და ევროპული ინვესტიციები, ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ მაღალანაზღაურებადი, ღირსეული სამუშაო ადგილები, ქვეყანაში დავაბრუნოთ ჩვენი ემიგრანტები, ჩვენ შეგვიძლია უმძიმეს დემოგრაფიულ კატასტროფას ვუშველოთ.

შეგვიძლია, რომ პროფესიონალი ახალგაზრდები ჩავრთოთ ქვეყნის მართვის პროცესში. „გამარჯვების კოალიციის“ მიზანი, სწორედ, ის არის, რომ რაც შეიძლება მეტი პროფესიონალი მოვიდეს ხელისუფლებაში. სწორედ, ამიტომ ვიმყოფები ამერიკაში“, - განაცხადა ვაშაძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის