დმიტრო კულება - უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრიდან მაქსიმუმი მივიღეთ

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, პიტერ სიიარტოსთან შეხვედრიდან მაქსიმუმი მივიღეთ, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა.

„ბოლოს პიტერს 2022 წელს შევხვდი. ამიტომ, ეს შეხვედრა ძალიან დროული და, რა თქმა უნდა, სასარგებლო იყო. მჯერა, რომ შეხვედრიდან ის მაქსიმუმი მივიღეთ, რაც შეგვეძლო. პირველ რიგში, პიტერს ცუდი არაფერი უთქვამს“, - განაცხადა დმიტრო კულებამ.

კულებამ აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები ძირითადად სამ თემას შეეხებოდა: უნგრულ უმცირესობებს, ომს და ვლადიმერ პუტინის ქმედებების ლოგიკას. ასევე, ვოლოდიმირ ზელენსკის უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან, ვიქტორ ორბანთან შეხვედრას.

„ჩვენ ღიად ვისაუბრეთ და ერთმანეთს ყველაფერი ავუხსენით. სხვადასხვა გარემოებიდან გამომდინარე უნგრელებს ჩვენ მიმართ უნდობლობა აქვთ, ჩვენ კი მათ მიმართ გვაქვს უნდობლობა, რაც გასაგებია. ის ფაქტი, რომ ჩვენ სამმა ამ ყველაფრის შესახებ ღიად ვისაუბრეთ, ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

შეგახსენებთ, გუშინ, უჟგოროდში, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება და უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, პიტერ სიიარტოს შეხვდნენ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის