საპროცედურო საკითხთა კომიტეტის ინფორმაციით, გასული წლის საშემოდგომო სესიაზე, კომიტეტის ფარგლებში თანამდებობის პირების დაბარების შესაძლებლობა მხოლოდ 3-ჯერ გამოიყენეს

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, მონიტორინგის შედეგები ადასტურებს, რომ პარლამენტი, მათ შორის პოლიტიკური ოპოზიცია საპარლამენტო კონტროლის ისეთ მექანიზმს, როგორიცაა თანამდებობის პირების კომიტეტის სხდომაზე მოწვევა და მოსმენა, “ძალიან მეჩხრად“ იყენებს.

კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე კომიტეტების ფარგლებში თანამდებობის პირების სავალდებულო დასწრებისა და მოსმენის საკითხზე იმსჯელა. წარდგენილი ინფორმაციით, რომელიც 2023 წლის 1-ელი ოქტომბრიდან 31 დეკემბრამდე პერიოდს მოიცავს, კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირების სავალდებულო დასწრების უფლების გამოყენებით მხოლოდ ერთ-ერთმა პოლიტიკურმა ჯგუფმა ისარგებლა. საანგარიშო პერიოდში თანამდებობის პირი კომიტეტზე სამჯერ დაიბარეს და სამი საკომიტეტო მოსმენა გაიმართა.

ქადაგიშვილის ინფორმაციით, თანამდებობის პირის დაბარების შესაძლებლობით თავად კომიტეტს არ უსარგებლია.

“ხშირად არის საუბარი პარლამენტში საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გამოყენებაზე და თანამდებობის პირების, მთავრობის წევრების უფრო ხშირად მოსვლის თაობაზე. მონიტორინგის შედეგები აჩვენებს, რომ პარლამენტი, მათ შორის პოლიტიკური ოპოზიცია, თანამდებობის პირის კომიტეტის სხდომაზე მოწვევის და მასთან დისკუსიის გამართვის შესაძლებლობას მეჩხრად იყენებს“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს