ხატია დეკანოიძე - ვინ იქნება პრემიერი, საგარეო საქმეთა ან თავდაცვის მინისტრი, ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ივანიშვილი მიიღებს გადაწყვეტილებებს

რაციონალური განსჯა, სახელმწიფოს და ხალხის ინტერესები ცვლილებებთან არაფერ შუაშია, ეს განპირობებულია ივანიშვილის პირადი ინტერესითა და მისი კაპიტალის უსაფრთხოების დაცვით, რომელიც, როგორც ჩანს, ღარიბაშვილმა ისე ვერ განახორციელა, როგორი მოლოდინიც აქვს კობახიძის ან ვინმე სხვის შემთხვევაში, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

დეკანოიძის შეფასებით, ივანიშვილი, სავარაუდოდ, მიიჩნევს, რომ კობახიძემ შეიძლება უფრო ხისტი პოლიტიკა გაატაროს როგორც არჩევნების, ისე მისი პირადი ინტერესების დაცვის კონტექსტში.

„მე ცოტა მიჭირს ივანიშვილის ფსიქო-ანალიზი, რადგან ოლიგარქია გულისხმობს თავის თავში იმ გადაწყვეტილებების მიღებას, რომელიც მხოლოდ ერთ ადამიანს აწყობს მიტაცებულ სახელმწიფოში. რაციონალური განსჯა, სახელმწიფოს და ხალხის ინტერესები რა თქმა უნდა, აქ არაფერ შუაშია, ეს არის მისი პირადი ინტერესი და კაპიტალის უსაფრთხოების დაცვა, რომელიც როგორც ჩანს, ღარიბაშვილმა ისე ვერ განახორციელა, როგორც მას აქვს კობახიძის ან ვინმე სხვის იმედი. კლეპტოკრატიული ოლიგარქის მსგავსი გადადგილებები მთავრობაში არაფრის განსაკუთრებულის მაჩვენებელი არ არის. ყველა ის ადამიანი, რომელიც წარმოადგენს კოჰორტას ივანიშვილის გარშემო, არის მხოლოდ მისი პირადი სამსახურით დაკავებული, სახელმწიფო ინტერესებთან საერთო არაფერი აქვს, ამიტომ ვინ იქნება პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი ან თავდაცვის მინისტრი, ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ივანიშვილი მიიღებს გადაწყვეტილებებს,“ - განაცხადა დეკანოიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს