დაბა წაღვერის პარკს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა წაღვერის პარკს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. პროექტი ადგილობრივი და სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. პარკი 10 500 კვ.მ. ფართობზე გაშენდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მერია ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, პროექტის მიხედვით, პარკში დაგეგმილია ბავშვთა გასართობი სივრცის, მოსასვენებელი სივრცეების, კაფეს და სხვა კომერციული ობიექტებისთვის შენობის მოწყობა.

„პარკში განთავსდება ფანჩატურები, საცოცი კედელი, ხიდები, წყლის არხი და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურა. ასევე მოეწყობა ფოტოგადაღების ჯიხური „ფოტო ხაჩიკა“ და მისი მონუმენტი. კომპანიამ სამუშაოები 2024 წლის 1 მაისს უნდა დაიწყოს და წლის ბოლომდე დაასრულოს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს