ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და აშშ-ს ჯანმრთელობისა და ადამიანური სერვისების დეპარტამენტის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრებს შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და აშშ-ს ჯანმრთელობისა და ადამიანური სერვისების დეპარტამენტის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრებს შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დოკუმენტში, მხარეთა ხუთწლიანი თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებებია გათვალისწინებული. მემორანდუმი მიზნად ისახავს დაავადებათა ზედამხედველობის არსებული სისტემების გაუმჯობესებას, ინფექციური დაავადებების პრევენციის, დროული აღმოჩენისა და რეაგირების მიზნით, ძალისხმევის გააქტიურებას, ტექნიკური დახმარების გაწევას საბაზისო/სამეცნიერო კვლევების განვითარებისთვის. ასევე - ჯანდაცვისა და ვეტერინარიის სექტორში, ადამიანური რესურსების სწავლებასა და შესაძლებლობების განვითარებას. მათ შორის - რეგიონული სასწავლო კურსების მეშვეობით, რომელიც საქართველოში CDC-ის რეგიონული ოფისის ტექნიკური დახმარებით ხორციელდება.

დოკუმენტში, ასევე, ხაზგასმულია საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის ადამიანური რესურსების უწყვეტი პროფესიული მომზადება და განვითარების ეფექტური და მდგრადი სტრუქტურის ჩამოყალიბება.

სამმხრივ მემორანდუმს ხელი ზურაბ აზარაშვილმა, ოთარ შამუგიამ და კაილა ლასერსონმა მოაწერეს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს