გრუნიში GRUNI CARD-ის პრეზენტაცია გაიმართა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში, სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მხარდაჭერის ცენტრის ორგანიზებით GRUNI CARD-ის პრეზენტაცია გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, გრუნიმ დააფუძნა სტუდენტური მხარდაჭერის კლასტერი, რომლის ფარგლებშიც გრუნის სტუდენტები ფასდაკლებით ისარგებლებენ ბიზნეს სექტორის სერვისებით სხვადასხვა სფეროში (დასვენება, ჯანდაცვა, კულტურა, თავის მოვლა, კვება, მოგზაურობა, განათლება, გართობა და სხვა).

„პროექტი უპრეცედენტოა თავისი მასშტაბიდან გამომდინარე და ქართულ რეალობაში ანალოგი არ აქვს.

პრეზენტაციაზე გრუნის რექტორმა, პროფესორმა მამუკა თავხელიძემ მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებს თავად გადასცა GRUNI CARD-ი. სტუდენტებს შეუძლიათ პარტნიორი კომპანიებისა და შეთავაზებების შესახებ ინფორმაცია მოიძიონ ვებ-გვერდზე: https://card.gruni.edu.ge

უნივერსიტეტისა და ბიზნესსექტორის თანამშრომლობა მნიშვნელოვანია როგორც სოციალური კაპიტალის გაძლიერების, ისე ახალგაზრდების შესაძლებლობების, ხელმისაწვდომობის განვითარებისათვის. სტუდენტის პროფესიული, პერსონალური განვითარება, ჯანმრთელობასა და სოციალურ კეთილდღეობაზე ზრუნვა გრუნის ძირითადი პრიორიტეტია”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება