The Economist - ვალერი ზალუჟნის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის პოსტი შესთავაზეს, თუმცა უარი განაცხადა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვალერი ზალუჟნის განუცხადა, რომ მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლოს, - ინფორმაციას The Economist-ი ავრცელებს.

ზოგიერთი წყაროს ცნობით, გენერალს შესთავაზეს ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის პოსტი, თუმცა მან უარი განაცხადა. The Economist-ი წერს, რომ მთავარსარდლის პოსტზე სახმელეთო ჯარების მეთაური ალექსანდრე სირსკი და უკრაინის დაზვერვის უფროსი კირილ ბუდანოვი განიხილება.

გამოცემა აღნიშნავს, რომ სირსკი არმიის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ოფიცერია, მაგრამ საომარი მოქმედებების მიმართ მისმა მკაცრმა მიდგომამ არმიის რიგებში არაპოპულარული გახადა.

The Economist-ი წერს, რომ უკრაინაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფიგურის გადაყენება ღრმა საკამათო იქნება და ასევე გადამწყვეტი მომენტი იქნება რუსეთთან უკრაინის კონფლიქტში. გამოცემა აღნიშნავს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის ჯერ ოფიციალურად არ გამოუცხადებია, რომ ზალუჟნის შეცვლა სურს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ასე არ არის. „უბრალოდ, შესაძლოა, მისი შემცვლელი ჯერ არ გამოჩენილა“, - წერს The Economist-ი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს