2023 წელს, საქართველოს ტერიტორიიდან 190 უცხოელი გააძევეს

საქართველოდან უცხო ქვეყნის მოქალაქეთა გაძევების სტატისტიკა ყოველწლიურად იზრდება. ოფიციალური ინფორმაციით, 2023 წელს, ქვეყნის ტერიტორია 190 უცხოელს დაატოვებინეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, გასულ წელს საქართველოდან გაძევებულ მოქალაქეთა რაოდენობის მიხედვით, პირველ ადგილს 41 მოქალაქით, აზერბაიჯანი იკავებს. მას შემდეგ მოსდევს ირანი 32 ადამიანით. ქვეყნის ტერიტორია დაატოვებინეს ასევე, 27 ინდოელს, 13 რუსს, 9 ეგვიპტელს, 9 ნიგერიელს, 8 თურქს, 8 ჩინელს, 7 ბანგლადეშელს, 6 იორდანელს, 6 ერაყელს, 5 პაკისტანელს და ა.შ.

დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ყველაზე მეტი გაძევებული ადამიანი 16-40 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას მიეკუთვნება და ეს რიცხვი 85-ს შეადგენს. ამასთან, ქვეყნის ტერიტორია 27 არასრულწლოვანს დაატოვებინეს.

რაც შეეხება წინა წლებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2022 წელს ქვეყნიდან 165 პირი გააძევეს, 2021 წელს - 77, 2020 წელს კი 49.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს