მიხეილ სარჯველაძე - როგორც ჩანს, „ლელო“ თვლის, რომ ხელისუფლებაში მათ მოსვლამდე საქართველოში ქვა ქვაზეც არ უნდა დარჩეს, არაფერი არ უნდა შესრულდეს და ვიაროთ უკუსვლით

როგორც ჩანს, „ლელო“ თვლის, რომ ხელისუფლებაში მათ მოსვლამდე საქართველოში ქვა ქვაზეც არ უნდა დარჩეს, არაფერი არ უნდა შესრულდეს და ვიაროთ უკუსვლით, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა “ლელოს” ხედვას “9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ”, რომელიც პარტიამ 30 იანვარს წარადგინა.

სარჯველაძემ ასევე ისაუბრა, ოპოზიციური პარტიების ჩართულობაზე ევროკომისიის მიერ დათქმული 9 ნაბიჯის შესასრულებლად და აღნიშნა, რომ “ყველა “ლელოს” მსგავსად არ მოიქცევა და შესაბამისად, ახლა ბურთი ოპოზიციის მოედანზეა, როდესაც მათ კონკრეტული ინიციატივები, მოსაზრებები უნდა წარადგინონ”.

“როგორც ჩანს, “ლელო” თვლის, რომ ხელისუფლებაში მათ მოსვლამდე საქართველოში ქვა ქვაზეც არ უნდა დარჩეს, არაფერი არ უნდა შესრულდეს და ვიაროთ უკუსვლით. ასეთი დამოკიდებულებით ისინი შორს ვერ წავლენ და ეს ნიშნავს იმას, რომ მაინც და მაინც სერიოზულად განსახილველი აღარც არის ასეთი დამოკიდებულების მქონე პარტიები, მათ შორის, უპირველესად - “ლელო”.

რაც შეეხება, როგორია მოლოდინები [ოპოზიციის ჩართულობასთან დაკავშირებით], გულწრფელად რომ გითხრათ, მე მოლოდინებზე მეტად გესაუბრებოდით სურვილებთან დაკავშირებით. ჩემი სურვილია, რომ ოპოზიციამ წარმოადგინოს რაც შეიძლება მეტი სადისკუსიო თემა იმ საკითხების ირგვლივ, რომელიც ევროკომისიის რეკომენდაციებს დაუკავშირდება. შესაბამისად, ორი კვირის თავზე თუ გვექნება ფართო სპექტრი საკითხებისა, რასთან დაკავშირებითაც ისინი ისურვებდნენ მსჯელობას, ბუნებრივია, რომ ეს საქმეს წაადგებოდა. ამ დისკუსიის შედეგად მე არ მგონია, რომ არ გვქონდეს საღ გადაწყვეტილებამდე და პოზიციებამდე მისვლის შესაძლებლობა, რომელთან დაკავშირებითაც საზოგადოებაც ძალიან მარტივად მიხვდება რა არის სწორი ინიციატივა და რა არ იმსახურებს მხარდაჭერას. ვფიქრობ, ეს იქნებოდა ყველაზე მართებული განვითარება პროცესებისა, რასაც ყველაზე მეტად მოელიან ევროკავშირში საქართველოსგან. ხელისუფლებამ უზრუნველყო პლატფორმა, რომელშიც ყველა პოლიტიკურ აქტორს ექნება ჩართულობის შესაძლებლობა. ბუნებრივია, რომ ყველა “ლელოს” მსგავსად არ მოიქცევა და შესაბამისად, ახლა ბურთი ოპოზიციის მოედანზეა, როდესაც მათ კონკრეტული ინიციატივები, მოსაზრებები უნდა წარმოადგინონ, რომელთან დაკავშირებით ისინი მიიჩნევენ, რომ უკეთესი იქნება მუშაობა”, - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი