კოლეგის შევიწროებაში ბრალდებულ პედაგოგს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 2000-ლარიანი გირაო შეუფარდა

კოლეგის შევიწროებაში ბრალდებულ პედაგოგს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 2000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ არ გაითვალისწინა ბრალდების შუამდგომლობა და აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა არ გამოიყენა, მოსამართლემ ასევე არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა მისი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. სხდომას ესწრებოდა თავად ბრალდებული. მისი თქმით, საქმეში არ არსებობდა არცერთი მტკიცებულება და მის წინააღმდეგ ცილისწამება მისი თანამდებობის მიმართ სხვის ინტერესს უკავშირდება.

საქმე ეხება თერჯოლის მუნიციპალიტეტის ერთ- ერთ სოფელში მომხდარ ფაქტს. სკოლის პედაგოგი მისსავე კოლეგას სექსუალურ შევიწროებასა და დევნაში ადანაშაულებდა.

პროკურატურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლიდან 2023 წლამდე პერიოდში, თერჯოლის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, საჯარო სკოლის პედაგოგი თავის კოლეგასთან არასამსახურებრივ და არასასურველ კომუნიკაციას სისტემატურად ამყარებდა.

„კერძოდ, ბრალდებული დაზარალებულს დაჟინებით სთხოვდა სქესობრივ ურთიერთობას და კატეგორიული უარის მიუხედავად, მასთან დაახლოების მცდელობებს მაინც განაგრძობდა. დაზარალებული იძულებული გახდა მნიშვნელოვნად შეეცვალა ცხოვრების ჩვეული წესი და სამსახურიდან ხანგრძლივ უხელფასო შვებულებაში გასვლის შესახებ გადაწყვეტილება მიეღო.

სკოლის პედაგოგს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ადევნება, რამაც დაზარალებულის ფსიქიკური ტანჯვა და ძალადობის გამოყენების შიში გამოიწვია) წარედგინა”, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება