„საქართველოს ბანკში“ გზავნილის კურსის აქცია გრძელდება - ისარგებლე განსაკუთრებული შეთავაზებით

„საქართველოს ბანკი“, როგორც მომხმარებელზე ორიენტირებული კერძო ფინანსური ინსტიტუტი, მათ ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებული შეთავაზებების შექმნას აგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, მომხმარებელთა წახალისების მიზნით, გზავნილის კურსის აქცია გრძელდება, რომლის ფარგლებშიც, მარტის ბოლომდე „საქართველოს ბანკის“ მომხმარებელს გზავნილის განსაკუთრებული კურსით სარგებლობა შეუძლია.

„აღნიშნული აქცია, მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, „საქართველოს ბანკის“ დისტანციურ არხებში (მობილბანკსა და ინტერნეტბანკში) თანხის მიღებისას, შეღავათიანი კურსით დააკონვერტიროს თანხა, როგორც ლარში, ასევე დოლარში, ევროსა და გირვანქა სტერლინგში. ეს შეთავაზება ვრცელდება ვესტერნ იუნიონის, მანიგრამის, რიკოგრამის, კონტაქტის, ინტელექსპრესისა და რიას გზავნილის სისტემებით მიღებულ გზავნილებზე.

მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს აღნიშნული აქციით ნებისმიერი ქვეყნიდან მიღებული გზავნილების შემთხვევაში ისარგებლოს (რუსეთის გარდა). აქცია ძალაშია 2024 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 31 მარტის ჩათვლით.“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია მომხმარებლების ინტერესებს დროულად ვუპასუხოთ. შესაბამისად, აქტიურ რეჟიმში ვმუშაობთ, რათა ისეთი შეთავაზებები შევქმნათ, რომლებიც მათ საჭიროებებს დააკმაყოფილებს. გზავნილის კურსის აქციის სარგებლობის შესაძლებლობა მომხმარებლებს დეკემბრის ბოლომდე ჰქონდათ, თუმცა მაღალი ინტერესისა და მოთხოვნის გამო, ჩვენმა გუნდმა გადაწყვიტა, აღნიშნული აქცია კიდევ სამი თვით გააგრძელოს, რაც მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, მარტის ბოლომდე, თანხის დაკონვერტირებისას მიიღოს დამატებითი ბენეფიტი. ჩვენ აქ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ მომხმარებლებზე ზრუნვასა და ახალი შეთავაზებების შექმნას“ - აცხადებენ „საქართველოს ბანკში“.

აქციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება