ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე ხმაური იყო

ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე ხმაური იყო. სიტყვიერი დაპირისპირება მმართველი გუნდისა და ოპოზიციის დეპუტატებს შორის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თათია ნიკოლაშვილის განცხადებას მოჰყვა.

როგორც ნიკოლაშვილმა სხდომაზე განაცხადა, მუნიციპალიტეტში უამრავი ინფრასტრუქტურული და სოციალური პრობლემა არსებობს და აღნიშნული საკითხები კი, დღევანდელი სხდომის დღის წესრიგში გათვალისწინებული არ არის.

მისივე თქმით, ავთანდილ თალაკვაძის დაპირება, რომ ოზურგეთში საფეხბურთო სტადიონები მოწესრიგდებოდა ამ დრომდე შეუსრულებელია და ადგილზე რთული ვითარებაა.

„როგორც ყოველთვის ამ „ საბჭოურ“ დარბაზში არაფერი ჰქონდა დღევანდელ დღის წესრიგს ხალხის საჭიროებებთან. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც მერი ყიდულობს 6 000 ლარიან ფოტოაპარატს არიან ადამიანები, რომლებიც სტიქიის შედეგად დაზარალდნენ, მე-4 თვეა უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფებიან და ყურადღებას არავინ აქცევს. მაგალითად, ერთ-ერთ უბანში ცხოვრობს ადამიანი, სადაც ჯერ კიდევ გეოლოგები არ მისულან და მისი ოჯახი და სახლი საფრთხის ქვეშაა. გარდა ამისა, ლესელიძის ქუჩაზე მოსახლეობას გზა არა აქვს, მიცვალებულის დასაფლავებაც კი უჭირთ ისეთ უმძიმეს მდგომარეობაშია. მაშინ, როცა მერმა ნახევარი მილიონი დახარჯა საახალწლო ღონისძიებებში, ამ დროს იყვნენ ადამიანები, რომლებიც მშიერი შეხვდნენ ახალ წელს. „სპორტი ყველასათვის“ რვა პუნქტიანი დაპირებაა, რომლის ფარგლებშიც, სოფელ ბახვში უნდა ყოფილიყო სტადიონი და საფეხბურთო სკოლასაც კი დაჰპირდა მერი სოფელს, მაგრამ დღეს სტადიონებზე ღორები და ძროხები დარბიან, გუნდ „მერცხალის“ ახალგაზრდებს საშინელ პირობებში უწევთ ვარჯიში. ეს ადამიანები საკუთარი ჯიბეების გასქელებით არიან დაკავებული და ამ დროს მოქალაქეებს 2 ლარიც კი არა აქვთ“,- განაცხადა თათია ნიკოლაშვილმა.

„ქართული ოცნება“ ოპოზიციის ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს.

„პოლიტიკურად ბეცი ქალბატონი თათია ნიკოლაშვილი ისევ აგრძელებს სიცრუის ტირაჟირებას და რა თქმა უნდა, საპარლამენტო სიაში მოსახვედრად ის არ ერიდება საკუთარი მუნიციპალიტეტისთვის ტალახის სროლას. სტიქიით დაზარალებულებისთვის გაიცა დახმარება და ეს პრემიერ-მინისტრმა დაანონსა“,- განაცხადა „ ქართული ოცნების“ წევრმა ქეთი ხომერიკმა.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის