დავით ხაჯიშვილი - ამ ხელისუფლების პირობებში, არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება პრემიერ-მინისტრი ან მინისტრი, ეს ადამიანები ვერ და არ მოაგვარებენ მოსახლეობის პრობლემებს

ამ ხელისუფლების პირობებში, არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება პრემიერ-მინისტრი ან მინისტრი, ეს ადამიანები ვერ და არ მოაგვარებენ მოსახლეობის პრობლემებს, რადგან ისინი მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის და მისი ინტერების შესაბამისად მოქმედებენ. - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დავით ხაჯიშვილმა სამთავრობო ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

დავით ხაჯიშვილის განმარტებით, მმართველი გუნდი „ემსახურება ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს, მოქმედებენ მხოლოდ მის ინტერესში და შესაბამისად პრობლემები, პრობლემებად დარჩება“.

„ჩვენი მოსახლეობისთვის არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება პრემიერ-მინისტრი ან მინისტრები იმიტომ, რომ ეს ადამიანები ვერ გადაწყვეტენ იმ პრობლემებს, რაც აქვს ჩვენს მოსახლეობას. ეს არის ეკონომიკური პრობლემები. პირველ რიგში, გაზრდილი ფასები, არ არის ღირსეული სამუშაო ადგილები, ემიგრაციაში წასულია ჩვენი ასი ათასობით თანამოქალაქე, რომელიც წასულია მხოლოდ იმიტომ, რომ უბრალოდ თავი ირჩინოს. ეს არის ის პრობლემები, რომელიც აქვს ჩვენს მოსახლეობას და ეს ადამიანები ამ პრობლემას ვერ მოაგვარებენ იმიტომ, რომ ისინი ემსახურებიან ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს, მოქმედებენ მხოლოდ მის ინტერესში და შესაბამისად ეს პრობლემები, პრობლემებად დარჩება და ვინ იქნება მინისტრი თუ პრემიერ-მინისტრი ჩვენი მოსახლეობისთვის მნიშვნელობა ამას არ ექნება“, - განაცხადა დავით ხაჯიშვილმა, რომლის კომენტარს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის