ანა ნაცვლიშვილი - მიხარია, რომ „ლელო“ „ქართული ოცნებისთვის“ მთავარი კონკურენტია და ამიტომ „გვირტყამენ“ ასე გამწარებულები - დიახ, რაც მათ ვერ და არ გააკეთეს წელიწად ნახევრის განმავლობაში, ჩვენ ორ დღეში გავაკეთეთ

როგორც ჩანს, სამკაციანმა პოლიტიკურმა ჯგუფმა იმდენად დიდი დისკომფორტი შეუქმნა „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში, რომ თავად სპიკერი არის საჭირო ამ თემას გამოეხმაუროს, - ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რითაც პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს გამოეხმაურა, სადაც მან „ლელოს“ საქმიანობას „ჩიხუახუას სინდრომი“ უწოდა.

როგორც ანა ნაცვლიშვილმა აღნიშნა, რაც ვერ და არ გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“ წელიწად ნახევრის განმავლობაში, „ლელომ“ ორ დღეში გააკეთა.

„ის, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ასეთი შეწუხებული და შეშფოთებულია „ლელოთი“, ეს ჩვენ ძალიან გვახარებს, როგორც ჩანს, სამკაციანმა პოლიტიკურმა ჯგუფმა იმდენად დიდი დისკომფორტი შეუქმნა „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში, რომ თავად სპიკერი არის საჭირო ამ თემას გამოეხმაუროს. დიახ, რაც ვერ და არ გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“ წელიწად ნახევრის განმავლობაში, „ლელომ“ ორ დღეში გააკეთა, დადო ნამუშევარი, კონკრეტული ხედვები. პარლამენტის თავმჯდომარე და „ქართული ოცნება“ ვამხილეთ იმაში, რომ ასე უნდა საქმის კეთება და არა უსაგნო და უშინაარსო პროცესების შექმნა, რომლის შედეგებიც, ჯერჯერობით, საზოგადოებამ რეფორმების სახით ვერ ნახა. ეს ადასტურებს იმას, რომ რამდენია დეპუტატი ამას კი არ აქვს მნიშვნელობა, არამედ ხარისხს, ინტელექტს და ძალას აქვს მნიშვნელობა. მიხარია, რომ „ლელო“ „ქართული ოცნებისთვის“ არის მთავარი კონკურენტი და ამიტომ „გვირტყამენ“ ასე გამწარებულები, ჩვენ ეს მხოლოდ გვახარებს.

რაც შეეხება ჩვენს საარჩევნო გეგმებს, ამ ეტაპზე, რაიმე ტიპის კონკრეტული მოლაპარაკებები ჯგუფებთან არ მიდის, თუმცა „ლელოს“ რიგები საინტერესო ადამიანებით ძლიერდება. იქმნება ახალი პარტიული ორგანიზაციები. „ლელომ“ დადო საკუთარი ხედვები სახელმწიფოებრიობის მოწყობის პრაქტიკულად ყველა საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ ღია ვართ ამ ხედვების ირგვლივ შედგეს ფართო კონსენსუსი. რაც შეეხება სამთავრობო ცვლილებებს, რამდენი მესაჭეც არ უნდა შეცვალონ ამ გემზე „ოცნების“ წარმომადგენლებმა, მათი გემი მიდის რუსული მიმართულებით და ეს არის უცვლელი. ქართველი ხალხის დაკვეთაა არა ხელისუფლების შიგნით ცვლილება, არამედ ხელისუფლების ცვლილებაა“,- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ცნობისთვის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ლელო „ჩიხუახუას სინდრომით“ არის წარმოდგენილი, რადგნა ის საკუთარ წონას და ზომას ადეკვატურად ვერ აფასებს. მისივე თქმით, „ლელოს“ დიდი გული აქვს, და ჰქონიათ, რომ პოლიტიკური დღის წესრიგი მათ უნდა განსაზღვრონ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო