დავით ხაჯიშვილი - „ქართული ოცნების“ პროცედურული ხრიკები პრეზიდენტთან ან სხვა რომელიმე ინსტიტუტთან დაკავშირებით ქართველ ხალხს არ აინტერესებს

„ქართული ოცნების“ პროცედურული ხრიკები პრეზიდენტთან ან სხვა რომელიმე ინსტიტუტთან დაკავშირებით ქართველ ხალხს არ აინტერესებს - საქართველოს მოსახლეობას ის ეკონომიკური პრობლემები აინტერესებს, რომლის წინაშეც ბოლო 12 წლის განმავლობაში იმყოფებიან, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დავით ხაჯიშვილმა 6 თებერვალს პარლამენტში პრეზიდენტის წლიურ ანგარიშთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ქართული საზოგადოებისთვის იმ პრობლემების მოგვარებაა მთავარი, რომელიც საქართველოსთვის მთავარი გამოწვევაა.

„ქართული ოცნების“ და პრეზიდენტის ინსტიტუტის პროცედურული ხრიკები ხალხს არ აინტერესებს, ხალხს ის პრობლემები აინტერესებს, რომელიც აქვს დღეს, ეს არის ეკონომიკური მდგომარეობა, რომელშიც ისინი ბოლო 12 წლის განმავლობაში ცხოვრობენ, ეს არის ღირსეული სამუშაო ადგილების შექმნა, ემიგრაციიდან დაბრუნება ჩვენი თანამოქალაქეების, სიღარიბის დაძლევა, სტუდენტების პრობლემების მოგვარება, ახალი ინვესტიციები იმისთვის, რომ ღირსეული სამუშაო ადგილები შეიქმნას, ეს აინტერესებს ხალხს და არა „ქართული ოცნების“ პროცედურული ხრიკები პრეზიდენტთან ან სხვა რომელიმე ინსტიტუტთან დაკავშირებით“, - განაცხადა დავით ხაჯიშვილმა, რომლის კომენტარს „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს