ირაკლი ზარქუა - პრეზიდენტს ვკითხავდი, ნანობს თუ არა ანტისახელმწიფოებრივ გამოხტომებს?! - უნდა აღიაროს, თუ უნდა, რომ მივუტევოთ და მზად ვარ ვუთხრა - ჯიგარი ხარ, ქალბატონო პრეზიდენტო

პრეზიდენტს ვკითხავდი, ნანობს თუ არა ანტისახელმწიფოებრივ გამოხტომებს?! - უნდა აღიაროს, თუ უნდა, რომ მივუტევოთ და მზად ვარ ვუთხრა - ჯიგარი ხარ, ქალბატონო პრეზიდენტო, ფრანგულადაც გადავუხდი მადლობას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რა მოლოდინები აქვს პრეზიდენტის მოხსენებასთან დაკავშირებით და რას ეტყოდა მას, შესაძლებლობა რომ ჰქონდეს.

ზარქუას თქმით, სტატუსის მიღების შემდეგ, პრეზიდენტს კარგი შესაძლებლობა აქვს, ახსნას თავისი პოზიციები და თქვას, რომ შეცდომაში შეიყვანეს.

„მე კითხვას დავუსვამდი ნანობს თუ არა ანტისახელმწიფოებრივ გამოხტომებს, რასაც ადგილი ჰქონდა?! ნანობს თუ არა, რომ რადიკალებს შეეკრა?! ველოდები, რომ გამოვა და იტყვის - მე ვიყავი შეცდომაში შეყვანილი, მადლობას გიხდით მთავრობას და პარლამენტს სტატუსის დამსახურებულად მოპოვებისთვის და მე მეტს აღარ გავაკეთებ. ეს მოლოდინი მაქვს, თუ ღირსება შერჩენია, ბოდიშის მოხდა არ არის ცუდი ტონი. როცა დარწმუნდები, რომ შეცდომა დაუშვი და პარლამენტს სადაც სხვათა შორის, თვითონაც მუშაობდა „ფსევდორეფორმებს“ ეძახდა, ამ „ფსევდორეფორმებით“ და შესრულებული პუნქტებით დამსახურებულად და ერთხმად მოგვანიჭა ევროკავშირის ყველა სახელმწიფომ სტატუსი. მით უმეტეს, რეიტინგებით, რაც გამოქვეყნდა, ევროკავშირის 7 სახელმწიფოს, ნატო-ს 9 სახელმწიფოს ვუსწრებთ, ეს მთავრობის, ჩვენი ხელისუფლების დამსახურებაა და ეს უნდა აღიაროს ქალბატონმა პრეზიდენტმა, თუ უნდა მივუტევოთ ის შეცდომები და ვთქვათ, რომ რა მოხდა მერე, ვის არ ეშლება?! მე პირადად მზად ვარ ვუთხრა, ჯიგარი ხარ ქალბატონო პრეზიდენტო-თქო. ფრანგულადაც ვეტყვი - მადლობას გადავუხდი”, - განაცხადა ზარქუამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს