სერგეი შოიგუ იარაღის მწარმოებლებს საარტილერიო სისტემების უფრო სწრაფად წარმოებისკენ მოუწოდებს

რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ იარაღის მწარმოებლებს საარტილერიო სისტემების უფრო სწრაფად წარმოებისკენ მოუწოდებს.

სერგეი შოიგუ ეკატერინბურგში იარაღის მწარმოებელ ქარხნებს ეწვია და განაცხადა, რომ უკრაინული დრონების თავდასხმების შემდეგ რუსეთი საჰაერო თავდაცვის რაკეტების წარმოებას გაზრდის.

შოიგუმ ერთ-ერთი ქარხნის ხელმძღვანელობა იმის გამო გააკრიტიკა, რომ ისინი თვითმავალ საარტილერიო სისტემებს საკმარისი რაოდენობით არ აწარმოებენ.

„მისმინეთ, შეწყვიტეთ არასერიოზულად მოქცევა. ჩვენ ამით 2022 წელს დავკავდით. ეს მანქანები, სრული სიმძლავრით ჩვენ 2023 წელს უნდა აგვემუშავებინა.

მინდა ერთი კვირის განმავლობაში კონკრეტული წინადადება მივიღო იმის შესახებ, თუ როგორ მივაღწევთ პრეზიდენტის მიერ დადგენილ მაჩვენებლებს. ეს აუცილებლად უნდა გაკეთდეს, რადგან ყველა ეს ბრძანება ბრძოლის ველზე კონკრეტული სამუშაოების შესრულებასთან არის დაკავშირებული“, - აღნიშნა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს