გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს შეეზღუდება.

ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.

„ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 1 -ელ თებერვალს 01:00-დან 03:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში: კაიშაურები, მთავარცლა, ქვეშეღუ, ზაქათკარი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფელ ნავდარაანთკარში; 14:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში ჟინვალი, ბიჩნიგაურები, არანისი, ჩინთი და მიმდებარე სოფლებში; 14:40-დან 19:00 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში ზემო ავჭალაში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!