ნინო წილოსანი ნორვეგიის სამეფოს ელჩს შეხვდა

აგრარულ საკითხთა კომიტეტის და გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანი ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ბერგლიოტ ჰოვლანდს შეხვდა.

როგორც პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მხარეებმა შეხვედრაზე ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტზე, განსაკუთრებული ყურადღება კი გენდერული თანასწორობის და სოფლის მეურნეობის საკითხებზე გაამახვილეს.

„ნორვეგია არის ერთ-ერთი ძირითადი კონტრიბუტორი იმ დონორი ორგანიზაციების, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში გენდერული თანასწორობის საკითხებზე მუშაობენ. გაეროს ქალთა ორგანიზაციის ბევრი პროექტის დაფინანსებაც სწორედ ნორვეგიის მთავრობიდან მოდის. შესაბამისად, გენდერული თანასწორობა მათი პოლიტიკის პრიორიტეტია და ჩვენი თანამშრომლობაც ამ კუთხით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ვისაუბრეთ იმ მიღწევებზე, რაც გენდერული თანასწორობის მიმართულებით აქვს ჩვენს ქვეყანას და შევთანხმდით სამომავლო გეგმებზე", - განაცხადა ნინო წილოსანმა შეხვედრის შემდეგ.

მისივე თქმით, ნორვეგიასა და საქართველოს შორის თანამშრომლობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას სოფლის მეურნეობა წარმოადგენს.

„შეხვედრაზე ასევე ვისაუბრეთ ორგანულ წარმოებაზე და ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებაზე სოფლის მეურნეობაში. აღსანიშნავია, რომ ნორვეგიას აკვაკულტურის სფეროში დიდი გამოცდილება აქვს, რომლის გაზიარება ჩვენს ქვეყანას გამოადგება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ნორვეგიაში საკმაოდ წარმატებით მიმდინარეობს ქართული ღვინის ექსპორტი. ხელისუფლების მხრიდან ამ საკითხზე განსაკუთრებული აქცენტი ყოველთვის იქნება გაკეთებული და ქართველ მეღვინეებს სახელმწიფოს მხრიდან ექნებათ მხარდაჭერა", - განაცხადა ნინო წილოსანმა.

შეხვედრაზე ასევე შეთანხმდნენ იმ სამომავლო აქტივობებზე, რომლებიც საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს დაეხმარება გაიზიარონ ნორვეგიელი კოლეგების ცოდნა და გამოცდილება სოფლის მეურნეობის მიმართულებით დაგეგმილი პოლიტიკისა და გატარებული რეფორმების შესახებ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია