ზურაბ ჭიაბერაშვილი - ჩვენს ევროპელ კოლეგებს არ აქვთ მოლოდინი, რომ „ქართული ოცნების“, ივანიშვილის რეჟიმის პირობებში რაიმე სასიკეთო ცვლილება მოხდება

ჩვენს ევროპელ კოლეგებს არ აქვთ მოლოდინი, რომ „ქართული ოცნების“, ივანიშვილის რეჟიმის პირობებში რაიმე სასიკეთო ცვლილება მოხდება, - ამის შესახებ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საერთაშორისო მდივანმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, შეხვედრაზე უკლებლივ ყველა ოპოზიციური პარტიისგან ხაზგასმული იყო არჩევნების სამართლიან და თავისუფალ გარემოში ჩატარების საჭიროებაზე.

„ნაციონალური მოძრაობის“ ხედვა არის, რომ 9 ნაბიჯის გადადგმა ევროკავშირის წევრობისკენ დაიწყება არჩევნებში ჩვენი გამარჯვების შემდეგ. 2024 წლის არჩევნები არის გადამწყვეტი იმისათვის, რომ ქვეყანაში ჩვენი მოქალაქეების და თითოეული ადამიანის ცხოვრება გაუმჯობესდეს და ღირსეული და მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები შეიქმნას.

სწორედ ამ კონტექსტში უკლებლივ ყველა ოპოზიციური პარტიისგან იყო ხაზგასმული არჩევნების სამართლიან და თავისუფალ გარემოში ჩატარებაზე, რასაც გამოხმაურება ჰქონდა ჩვენი ევროპელი კოლეგებისგან. „ნაციონალური მოძრაობა“ ამ 9 პუნქტს მხოლოდ ამ კონტექსტში განიხილავს, რომ ეს 9 ნაბიჯი არის საშუალება იმისა, რომ ჩვენი მოქალაქეების ცხოვრება შეიცვალოს უკეთესობისკენ და ამას ჩვენ გავაკეთებთ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

ინფორმაციისთვის, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში, ევროკომისიის წარმომადგენელთან „ქართული ოცნებისა" და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო