სემეკთან არსებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში ელექტროენერგეტიკის რეგულირების სასწავლო კურსზე რეგისტრაცია მიმდინარეობს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარეობს რეგისტრაცია სასწავლო კურსზე „ელექტროენერგეტიკის სექტორის რეგულირების საფუძვლები“. ამის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სასწავლო კურსი განკუთვნილია სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებისთვის, რომელთა საქმიანობა უკავშირდება ელექტროენერგეტიკის სექტორს.

„კურსის ფარგლებში მონაწილეები შეისწავლიან ენერგეტიკის სექტორის განვითარების ტენდენციებსა და პოლიტიკას, ელექტროენერგეტიკული სექტორის ძირითად პარამეტრებსა და ტიპოლოგიას, ენერგეტიკის სექტორის მარეგულირებელ ჩარჩოს, ევროპის მე-3 და მე-4 ენერგეტიკული პაკეტების მოთხოვნებს, სატარიფო რეგულირების პრინციპებსა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმებს.

ტრენინგებს ჩაატარებენ სემეკისა და სხვადასხვა ენერგეტიკული უწყებების წარმომადგენლები.

სასწავლო კურსზე რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2024 წლის 16 თებერვალი, 18:00 საათი.

დამატებითი ინფორმაცია განთავსებულია ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ვებგვერდზე: https://entc.ge“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება