გივი მიქანაძე ევროკავშირის წარმომადგენლობაში შეხვედრაზე - გვქონდა საუბარი, რომ ზოგიერთი პოლიტიკური სუბიექტი, მაგალითად „ლელო", ხელოვნურად ეთიშება პროცესს, რომ დააზიანოს

გვქონდა საუბარი იმაზე, რომ ზოგიერთი პოლიტიკური სუბიექტი, როგორიცაა მაგალითად „ლელო", ხელოვნურად ეთიშება პროცესს და სურს, რომ პროცესი დააზიანოს, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

გივი მიქანაძის თქმით, ევროკავშირის წარმომადგენლობასთან ისაუბრეს იმის შესახებ, რომ „ოპოზიცია მხოლოდ მაშინ მოქმედებს კონსტრუქციულად, როდესაც შეხვედრებს კამერები არ აშუქებენ“.

„ვუთხარით, რომ 12 პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულებაში სამმა პოლიტიკურმა სუბიექტმა: „ნაციონალურმა მოძრაობამ“, „სტრატეგია აღმაშენებელმა“, „ლელომ“ მიზანმიმართულად, პროცესის დასაზიანებლად და იმისთვის, რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსის არ მიეღო, მონაწილეობა არ მიიღეს“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

ინფორმაციისთვის, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში, ევროკომისიის წარმომადგენელთან „ქართული ოცნებისა" და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს