გრიგოლ გეგელია - ჩვენ გვჭირდება მოქმედება, არა სჯა-ბაასი და მასლაათი პაპუაშვილის კანტორად გადაქცეულ კომისიაში - რომ სცალიათ ილაზღანდარონ, ეს არის ტრაგედია

პაპუაშვილის გზა მიდის ნოვოროსიისკში, არ მიდის პარიზში და მილანში, ამაშია განსხვავება, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რომლის თანახმად, პარტია „ლელო“ „ჩიხუახუას სინდრომით“ არის წარმოდგენილი და „საკუთარ წონასა და ზომას ადეკვატურად ვერ აფასებს“.

გრიგოლ გეგელიას თქმით, „ქართული ოცნების“ ლიდერებს „ლელოზე“ ნერვები ეშლებათ, რადგან „ლელომ „ძალიან სერიოზული ზრდა დაიწყო“.

„პაპუაშვილს, ზარქუას და სხვებს რომ სცალიათ იმისთვის, რომ იდგენენ და ილაზღანდარონ, ეს არის ტრაგედია. შეიძლება, რომ ამაში იხარჯებოდეს დრო? „ქართულ ოცნებას“ ჩვენზე ნერვები ეშლება, იმიტომ, რომ ჩვენთან ხედავს მშვიდ, საქმიან და განვითარებაზე ორიენტირებულ დღის წესრიგს და ჩვენ ზრდა დავიწყეთ ძალიან სერიოზულად“, - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

გრიგოლ გეგელიას განმარტებით, „ლელო“ 9 რეკომენდაციებთან დაკავშირებულ სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობას არ მიიღებს, რადგან ქვეყანას სჭირდება მოქმედება და არა „სჯა-ბაასი და მასლაათი“.

„ჩვენ საზოგადოების მოტყუების უფლება არ გვაქვს. არაფერი იქ არ ხდება. არ გვაქვს შოუს დრო. თავიდანვე უარი იმიტომ ვთქვით, რომ ზრდასრული ხალხი ვართ. არანაირი პროცესი სახეზე არ არის. რამდენიმე თვე გვაქვს არჩევნებამდე, ახლა არავითარი ტყუილი მოძრაობების დრო არ არის, დროის ფლანგვის უფლება ჩვენ არ გვაქვს, ქვეყანა კრიტიკულ მდგომარეობაშია. იმისთვის, რომ ყველაფერი გაკეთდეს ევროპულ კავშირთან რეალურად დაახლოებისთვის, ჩვენ გვჭირდება მოქმედება და არა სჯა-ბაასი და მასლაათი პაპუაშვილის კანტორად გადაქცეულ რაღაცა კომისიაში. თუ აქედან რაიმე კარგი გამოვა რეფორმის კუთხით, ეს ვერ გამოვა კომიტეტის გარეშე, პლენარული სხდომის გარეშე და „ლელო“ იქ არის, „ლელო“ ბოიკოტში არ არის. ვნახოთ იმ სამუშაო ჯგუფიდან კარგი თუ რამე გამოვა, აგერ თქვენ და აგერ მე“, - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ლელო „ჩიხუახუას სინდრომით“ არის წარმოდგენილი, რადგან ის საკუთარ წონას და ზომას ადეკვატურად ვერ აფასებს. მისივე თქმით, „ლელოს“ დიდი გული აქვს, და ჰქონიათ, რომ პოლიტიკური დღის წესრიგი მათ უნდა განსაზღვრონ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
საქართველოში MG (Morris Garages)-ის პირველი ოფიციალური შოურუმი გაიხსნა