ჯოზეფ ბორელი - ზაფხულის ბოლომდე ევროკავშირის ქვეყნებში მომზადებას კიდევ 20 000 უკრაინელი სამხედრო გაივლის

ზაფხულის ბოლომდე ევროკავშირის ქვეყნებში მომზადებას კიდევ 20 000 უკრაინელი სამხედრო გაივლის. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ ამის შესახებ ევროკავშირის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები ბრიუსელში გამართულ არაფორმალურ შეხვედრაზე შეთანხმდნენ.

“თითქმის დავასრულეთ უკრაინული არმიისთვის თითქმის 40 000 ჯარისკაცის მომზადების მისია. ახლა ამ რიცხვისთვის კიდევ 20 000 ჯარისკაცის დამატებაზე შევთანხმდით, ჯამში მომზადებას 60 000 ჯარისკაცი გაივლის”, - განაცხადა ბორელმა.

მისი თქმით, “ეს რიცხვი ზაფხულის ბოლოსთვის იქნება მიღწეული”.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს