აკაკი ბობოხიძე - „ქართული ოცნების“ პროდასავლელი ამომრჩეველი უნდა დავარწმუნოთ, რომ ამ ხელისუფლების ხელში დასავლური პერსპექტივა არ გვაქვს - არ უნდა ვქმნიდეთ პროცესს, სადაც ამომრჩეველი მშვიდდება:  „აგერ ძმაო, მუშაობენ, 9 პუნქტზე შეხვედრები მიდის“

„ნაციონალური მოძრაობა "და „ქართული ოცნება“ „ერთ სულ და ერთ ხორც“ მგონია უკვე - ერთ განსხვავებას ვერ მეტყვით , - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, აკაკი ბობოხიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

აკაკი ბობოხიძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ევროინტეგრაციის „ტალღაზე ზის“ და მხოლოდ რიტორიკა აქვს პროდასავლური.

„მართლა მჯერა, რომ ამ ხელისუფლების ხელში პროდასავლური პერსპექტივა არ გვაქვს, თორემ თუ გვაქვს, მაშინ მე დიდ განსხვავებას „ნაციონალურ მოძრაობას“, შორის იდეოლოგიური თვალსაზრისით, აბსოლუტურად ვერ ვხედავ. ერთ განსხვავებას ვერ მეტყვით „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის გარდა იმისა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას: პროდასავლური რიტორიკა აქვს. შინაარსით დაცლილები არიან, იმიტომ, რომ რასაც „ქართლ ოცნებას“ ვედავებით, იგივე ერთმმართველობა აქვთ, არაფორმალური მმართველობა აქვთ. „ნაციონალები“ ბოლომდე არიან მომართული ამ ქვეყნის ევროპული ინტეგრაციისთვის, იმიტომ, რომ ამ ტალღაზე სხედან და გაუჭირდებათ ამ ტალღის წინააღმდეგ წასვლა“, - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

რაც შეეხება ევროკავშირის 9 პუნქტთან დაკავშირებით მიმდინარე სამუშაო შეხვედრებს, აკაკი ბობოხიძე აცხადებს, რომ ამით „ქართული ოცნება“ პროდასავლელი ამომრჩევლის გულის მოსაგებად აკეთებს და ოპოზიცია ამაში არ უნდა მონაწილეობდეს.

„ახლა ხელისუფლება დაიწყებს რიტორიკის შეცვლას პროდასავლელი ამომრჩევლის ყურის და გულის სასიამოვნოდ იმიტომ, რომ ისინი არ დაკარგოს, რადგან პრორუსების საჩვენოდ დაკარგვა მათ არ ემუქრებათ, მე ხმას არცერთი პრორუსი ამომრჩეველი არ მომცემს, ჩვენ შეიძლება ხმა მოგვცეს „ქართული ოცნების“ პროდასავლურმა ამომრჩეველმა. მისი პროდასავლელი ამომრჩეველი უნდა დავარწმუნოთ, რომ ამ ხელისუფლების ხელში დასავლური პერსპექტივა არ გვაქვს და მეორე ნაბიჯით ამის საწინააღმდეგოს არ უნდა ვაკეთებდეთ, არ უნდა ვქმნიდეთ პროცესს, სადაც „ოცნების“ პროდასავლელი ამომრჩეველი მშვიდდება, რომ „თურმე აგერ ძმაო, მუშაობენ, 9 პუნქტთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრები მიდის“. „ქართული ოცნება“ ყველანაირ სამუშაო ჯგუფს შექმნის არჩევნებამდე, რომ არჩევნები გადააგოროს. ახლა პოზიცია უნდა იყოს მკაფიო, ჩვენი ენერგია, ძალა მთლიანად უნდა იყოს გადართული არჩევნების გზით ამ ხელისუფლების შეცვლაზე“, - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს