კირილ ბუდანოვი - ჩვენ ნამდვილად გვჭირდება დახმარება

უკრაინა საბრძოლო მასალის კრიტიკულ დეფიციტს განიცდის და პარტნიორების დახმარება სჭირდება, თუმცა საუბარია არა მხოლოდ ჭურვებზე, არამედ საარტილერიო სისტემებზეც, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა განაცხადა.

”ჩვენ ნამდვილად გვჭირდება ეს დახმარება,” - განუცხადა ბუდანოვმა CNN-ს.

მისი თქმით, სიის სათავეშია საარტილერიო სისტემები - ჰაუბიცები. უკრაინას ასევე სჭირდება ქვემეხების რაოდენობის მკვეთრი ზრდა, მიუხედავად მათი ასაკისა და ტიპისა. მიზეზი ის არის, რომ მრავალწლიანმა ბრძოლამ უკრაინულ შორ მანძილზე მოქმედ ქვემეხებს ზიანი მიაყენა.

ბუდანოვის განმარტებით, ასევე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საბრძოლო მასალა.

„ჭურვები ამ ომში ერთ-ერთი ყველაზე გადამწყვეტი ფაქტორია. არა იმდენად ხარისხი, რამდენადაც რაოდენობა”, - აღნიშნა მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა.

ამასთან, მისი თქმით, უკრაინის პოზიცია ჰაერში უკეთესია - „დრონებთან დაკავშირებით, ჩვენ მეტ-ნაკლებად თანაბარი ვართ მტერთან“, - აღნიშნა ბუდანოვმა.

გარდა ამისა, მისი თქმით, მნიშვნელოვანია, თუკი უკრაინას A-10 ტიპის ამერიკული მოიერიშე თვითმფრინავები ეყოლება, რადგან ეს არის ის, რაც მას ნამდვილად დაეხმარება რუსეთისთვის სამხედრო მარცხის მიყენებაში.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია