გია ვოლსკი - პოლონეთის სცენარის გამეორება უნდათ ოპონენტებს, მაგრამ ავიწყდებათ, რომ ყველანი „ნაცმოძრაობის“ ორბიტაზე არიან

პოლონეთის სცენარის გამეორება კი უნდათ ოპონენტებს, მაგრამ ავიწყდებათ, რომ ყველანი „ნაცმოძრაობის“ ორბიტაზე არიან, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც ოპოზიციურ ველზე შესაძლო გაერთიანებების საკითხს გამოეხმაურა.

ვოლსკი აცხადებს, რომ ოპოზიციას სურს საქართველოში არჩევნების შედეგად ის სურათი დადგეს, რაც პოლონეთში მოხდა, როდესაც ცალკეულ შემთხვევაში მმართველმა პარტიამ რაოდენობრივად ყველაზე მეტი ხმა მოიპოვა, თუმცა საბოლოო ჯამში მთავრობა გაერთიანებულმა ოპოზიციამ ჩამოაყალიბა.

„როცა ამბობ: „ერთობის მომხრე ვარ, არ დავუშვათ რუსეთზე საქართველოს დაქვემდებარება, გავერთიანდეთ ყველა, ვისაც აქვს პროდასავლური პოზიცია“, ეს ყველაფერი არის ფიქცია. ყველა საქმე, რაც გაკეთებული აქვთ ცალკეულ ადამიანებს, იყო დასავლური ცივილიზაციისგან დაცილება. დაწყებული ადამიანების წამებიდან და ქუჩაში ხოცვიდან, დამთავრებულო იმით, რომ რუსეთს ჩააბარეს სტრატეგიული ობიექტები, ტერიტორიის დიდი ნაწილი. ეს ყველაფერი არის მათი საქმიანობა, რაც მათ აერთიანებთ. ახლა ამ ადამიანების ხასიათის, პათოსის და მანერის მიხედვით გადანაწილება. გვარამია პიროვნულად, თავისი ენერგეტიკით თუ ინტელექტით ადგილს ეძებს „გირჩთან“ და ხოშტარიასთან. ასე ჰგონია, რომ პიროვნული შესატყვისობა მათ მეტი აქვთ. ეს ლოგიკური რეალობაა, რომ ასეთ სტრატეგიას ვხედავთ. სულ ახლახან პოლონეთში ჩატარდა არჩევნები და რაოდენობრივად გაიმარჯვა კაჩინსკის პარტიამ, რომელიც ხელისუფლებაში იყო, მაგრამ მის წინააღმდეგ გაერთიანებულმა სხვადასხვა პარტიებმა მეტი ხმა აიღეს და ისინი აყალიბებენ მთავრობას. ამ სცენარის გამეორება კი უნდათ ოპონენტებს, მაგრამ ავიწყდებათ რომ ყველანი „ნაცმოძრაობის“ ორბიტაზე არიან და „ნაცმოძრაობის“ მიერ საქართველოსთვის მიყენებული ჭრილობები დღემდე არის შეუხორცებელი“, - განაცხადა ვოლსკიმ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს