სამხრეთ ჩინეთის ზღვაში საზღვაო სუვერენიტეტის დასაცავად ფილიპინები წყალქვეშა ნავებს შეიძენს

სამხრეთ ჩინეთის ზღვაში საზღვაო სუვერენიტეტის დასაცავად ფილიპინები წყალქვეშა ნავებს შეიძენს, - ამის შესახებ ინფორმაციას ფილიპინების საზღვაო ძალების სპიკერი, როი ტრინიდადი ავრცელებს.

„ჩვენ შეიძლება დიდი საზღვაო ფლოტი არ გვყავდეს, მაგრამ ჩვენი საზღვაო ფლოტი ჩვენს ტერიტორიულ უფლებებსა და სუვერენიტეტზე იზრუნებს“, - განაცხადა როი ტრინიდადმა.

ფილიპინების საზღვაო ძალების სპიკერმა აღნიშნა, რომ ფილიპინების პრეზიდენტის, ფერდინანდ მარკოს უმცროსის მიერ დამტკიცებული სამხედრო მოდერნიზაციის მესამე ეტაპი, შიდა თავდაცვიდან გარე თავდაცვაზე გადასვლის სტრატეგიას ასახავს.

ტრინიდადის ცნობით, ფილიპინებისთვის წყალქვეშა ნავების მიწოდების შესახებ ინტერესი საფრანგეთმა, ესპანეთმა, სამხრეთ კორეამ და იტალიამ გამოთქვა.

ცნობისთვის, ჩინეთსა და ფილიპინებს შორის ურთიერთობები სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ტერიტორიული დავების გამო დაიძაბა. მანილა მის ეკონომიკურ ზონაში მდებარე სამხრეთ ჩინეთის ზღვის ნაწილს დასავლეთ ფილიპინების ზღვად მოიხსენიებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს