ლონდონში ანექსირებული სევასტოპოლის ყოფილი ე.წ. გუბერნატორი დააკავეს

ლონდონში, სანქციების გვერდის ავლითა და ფულის გათეთრების ბრალდებით, ანექსირებული სევასტოპოლის ყოფილი „გუბერნატორი“ დიმიტრი ოვსიანიკოვი დააკავეს, - ინფორმაციას The Times-ი ავრცელებს.

"დანაშაულთან ბრძოლის ეროვნულმა სააგენტომ განაცხადა, რომ ოვსიანიკოვი 22 იანვარს დააკავეს. მეორე დღეს მას ბრალი სანქციების დარღვევის შვიდ ეპიზოდსა და ფულის გათეთრების ორ ეპიზოდში წარუდგინეს. მას წინასწარი პატიმრობა შეეფარდა", - წერს გამოცემა.

The Times-ის ცნობით, დიმიტრი ოვსიანიკოვი საკუთარ სახლში დააკავეს. ის სასამართლოს წინაშე 20 თებერვალს წარდგება. სხვა საკითხებთან ერთად, ყოფილ „გუბერნატორს“ ბრალად ედება ლონდონის ბანკ Halifax Bank of Scotland-ში ანგარიშის გახსნა, სადაც ოთხი გადახდა, ჯამში 65 000 ფუნტი სტერლინგის ოდენობით, განახორციელა და დანაშაულებრივი გზით მიღებული ნაღდი ფულის, 77 500 ფუნტი სტერლინგის, შენახვა.

ოვსიანიკოვის სამართლებრივი დევნის მიზეზი ის იყო, რომ ის გაერთიანებულ სამეფოში სანქცირებულ პირს წარმოადგენს და, შესაბამისად, არ აქვს უფლება განკარგოს თანხები და ისარგებლოს ფინანსური მომსახურებით.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს