ევროკავშირის სამიტის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე ფერმერებმა ბრიუსელის ქუჩები ტრაქტორებით გადაკეტეს

ევროკავშირის სამიტის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე ფერმერებმა ბრიუსელის ქუჩები გადაკეტეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი პოლიცია ავრცელებს.

ბრიუსელის პოლიციის ცნობით, ფერმერებმა ბელგიის დედაქალაქის ქუჩები 1000-ზე მეტი ტრაქტორით გადაკეტეს.

ბელგიელი ფერმერები გაზრდილ ხარჯებს, წესებსა და ბიუროკრატიას აპროტესტებენ.

რამდენიმე დღის წინ ბელგიელმა ფერმერებმა ბელგიის პრემიერ-მინისტრს, ალექსანდრე დე კროოს მოუწოდეს, რომ მათი მოთხოვნები ევროკავშირის სამიტის დღის წესრიგში დაეყენებინა.

ფერმერთა საპროტესტო აქციები ევროპის მასშტაბით მთელი კვირის განმავლობაში მიმდინარეობს. გუშინ, საფრანგეთში, ბელგიასა და იტალიაში ფერმერებმა სატრანსპორტო ქსელები, მთავარი პორტები და ეკონომიკური ზონები დაბლოკეს.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!