ბელგიის პრემიერი - დარწმუნებული ვარ, უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფის შესახებ ევროკავშირის ყველა ქვეყანა შეთანხმდება

დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფის შესახებ ევროკავშირის ყველა ქვეყანა შეთანხმდება, - ამის შესახებ ბელგიის პრემიერ-მინისტრმა, ალექსანდრე დე კროომ ჟურნალისტებს ევროკავშირის სპეციალური სამიტის დაწყებამდე განუცხადა.

ალექსანდრე დე კროომ აღნიშნა, რომ უკრაინის დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილების მიღება სამხედრო აღჭურვილობის შესაძენად და სოციალური პროგრამების დასაფინანსებლად ძალიან მნიშვნელოვანია.

„ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეთანხმებას ევროკავშირის 27 ქვეყანას შორის მივაღწიოთ. ბოლო შეხვედრაზე შეთანხმება 26 ქვეყანას შორის შედგა და ეს შეთანხმება ჯერ კიდევ არსებობს. ჩვენ შეგვიძლია გავაგრძელოთ და დარწმუნებული ვარ, რომ კომპრომისის მიღწევას 27 ქვეყანას შორის შევძლებთ“, - განაცხადა ბელგიის პრემიერ-მინისტრმა.

შეგახსენებთ, გასული წლის 15 დეკემბერს, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფას ვეტო დაადო.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს