ზურაბ ჯაფარიძე - ამ სამთავრობო ცვლილებებით არსებითად არაფერი იცვლება - ერთპიროვნული მმართველობაა მთავარი ბარიერი ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, ამას გასაგებად, დამარცვლით გვეუბნებიან

ამ სამთავრობო ცვლილებებით არსებითად არაფერი იცვლება, - ასე აფასებს „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სამთავრობო ცვლილებებს ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისი თქმით, ქვეყნის მთავარი პრობლემა ერთპიროვნული მმართველობაა.

„ყველასთვის გასაგებია, მათ შორის იმ ხალხისთვის, ვინც ბოდავდა მთელი უკანასკნელი წლების განმავლობაში, რომ ვითომ ივანიშვილი რას აკეთებდა ვერ წარმოედგინა, სინამდვილეში ყველაფერს ეს კაცი მართავს. მისი დავალებები უნდა შეასრულონ და ახლა, ერთი ირაკლი აქეთ იქნება, მეორე ირაკლი იქეთ იქნება, რაღაცას გადაანაცვლებს თუ რას გააკეთებს, ეს ხომ რეალურად არაფერს ცვლის. პრობლემა იმაშია, რომ ერთი კაცის ერთპიროვნული მმართველობაა და ეს უამრავ პრობლემას ქმნის ქვეყნისთვის, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით. ეს არის ამ ქვეყნისთვის მთავარი ბარიერი ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, ამას გასაგებად, დამარცვლით გვეუბნებიან ევროპიდან, ნატო-დანაც და ყველა საერთაშორისო ინსტიტუტიდან", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს