დონალდ ტუსკი - ევროკავშირი უკრაინით არ დაიღალა, მაგრამ დაიღალა ვიქტორ ორბანით

ევროკავშირი უკრაინით არ დაღალა, მაგრამ დაიღალა ვიქტორ ორბანით, - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა ჟურნალისტებს ევროკავშირის სპეციალური სამიტის დაწყებამდე განუცხადა.

„ჩვენ ბევრი პრობლემა უნდა გადავწყვიტოთ და, რა თქმა უნდა, დღეს უკრაინის გარშემო ჩვენი ერთიანობა უნდა გავაძლიეროთ“, - განაცხადა დონალდ ტუსკმა.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ვიქტორ ორბანის ეგოისტური თამაშის გაგებას ვერ ახერხებს და ახლა უკრაინის საკითხის შესახებ კომპრომისის დრო და ადგილი არ არის.

„ვიქტორ ორბანის გადასაწყვეტია, არის თუ არა უნგრეთი ჩვენი საზოგადოების ნაწილი. ეს შავ-თეთრი ამბავია. ინტუიცია მეუბნება, რომ ჩვენ ვიპოვით ძლიერ არგუმენტებს, რათა ორბანი საბოლოოდ დავარწმუნოთ“, - აღნიშნა ტუსკმა.

ცნობისთვის, უნგრეთის პრემიერმა ვიქტორ ორბანმა, გასულ შაბათს განაცხადა, რომ უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფის შესახებ ბუდაპეშტმა ევროკავშირს კომპრომისული შეთანხმება გაუგზავნა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს