ხატია დეკანოიძე - ამ ქვეყანაში არაფერი იცვლება, სანამ ერთპიროვნული მმართველობა გვაქვს - ივანიშვილი თავის პიროვნული ინტერესების ჭრილში უყურებს ყველაფერს, მათ შორის, სამთავრობო ცვლილებებს

არაფერი ამ ქვეყანაში არ იცვლება, სანამ ერთპიროვნული მმართველობა გვაქვს - ივანიშვილი თავის პიროვნული ინტერესების ჭრილში უყურებს ყველაფერს, მათ შორის, სამთავრობო ცვლილებებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, არაფერი შეიცვლება მანამ, სანამ ხელისუფლების ცვლილება არ მოხდება არჩევნებით.

„არაფერი შეიცვლება. პოლიტიკის განმსაზღვრელი, როგორც საგარეო მიმართულებით, ისე ეკონომიკაში, გეოპოლიტიკური თუ ეროვნული უსაფრთხოების მიმართულებით, არის ერთადერთი ადამიანი, რომელსაც აქვს აბსოლუტური ძალაუფლება. ქვეყანაში არის ბიძინა ივანიშვილის მმართველობა, ერთპიროვნული მმართველობა და ნებისმიერი სახელის და გვარის ცვლილებით ეს ვითარება არ შეიცვლება, სანამ ივანიშვილი ძალაუფლებას არ ჩამოსცილდება არჩევნებით. არ ვიცი, იქნება თუ არა კობახიძე პრემიერ-მინისტრი, არ ვიცი ვინ იქნებიან მისი კაბინეტის წევრები, ერთი დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, არაფერი ამ ქვეყანაში არ იცვლება, სანამ ერთპარტიული, ერთპიროვნული მმართველობა გვაქვს. ივანიშვილი თავის პიროვნული ინტერესების ჭრილში უყურებს ყველაფერს, მათ შორის, სამთავრობო ცვლილებებს, ვისაც უნდა დანიშნავს, ვისაც უნდა მოხსნის. ეს არის ყველაზე უფრო მძიმე გამოვლინება კლეპტოკრატიული ოლიგარქიის, როცა ერთ ადამიანს მიტაცებული აქვს გადაწყვეტილებების მიღების ფაქტორიც კი“, - განაცხადა დეკანოიძემ.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო