ირაკლი კობახიძე - ევროინტეგრაციის მიმართულებით, გვაქვს მკაფიო გეგმა, ეს გეგმა, პირველ რიგში, 9 პუნქტის შესრულებას გულისხმობს

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ევროინტეგრაციის მიმართულებით გეგმა, პირველ რიგში, 9 პუნქტის შესრულებას გულისხმობს.

ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე წინ წაიწიოს.

„ევროინტეგრაციის მიმართულებით, გვაქვს მკაფიო გეგმა, ეს გეგმა, პირველ რიგში, გულისხმობს 9 პუნქტის შესრულებას. გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია ევროკავშირის წარმომადგენლებთან. რა თქმა უნდა, ინტენსიური კომუნიკაცია გაგრძელდება, მათ შორის, ვიმუშავებთ 9 პუნქტის შესრულებაზე. ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე, ეს არის მოლაპარაკების გახსნა, შემდეგ გადავიდეთ იმის შემდეგ ეტაპზე. ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად წინ წავიწიოთ ევროინტეგრაციის გზაზე“,- განაცხადა კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს