ვოლოდიმირ ზელენსკი - ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს მოცულობის მექანიზმის შექმნაზე გადაწყვეტილება 27-ვე ლიდერმა მიიღო

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკავშირს უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს დახმარების პაკეტთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების გამო მადლობას უხდის და აცხადებს, რომ ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკავშირის მტკიცე ერთიანობას.

„მადლობას ვუხდი შარლ მიშელს და ევროკავშირის ლიდერებს უკრაინისთვის 2024-2027 წლებში 50 მილიარდი ევროს მოცულობის მექანიზმის შექმნისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილება 27-ვე ლიდერმა მიიღო, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკავშირის მტკიცე ერთიანობას“, - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.

მისივე თქმით, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერა გააძლიერებს უკრაინის გრძელვადიან ეკონომიკურ და ფინანსურ სტაბილურობას, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე სამხედრო დახმარება და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება.

შეგახსენებთ, ევროკავშირის ლიდერებმა დღეს, სპეციალურ სამიტზე მიაღწიეს შეთანხმებას უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს მოცულობის დახმარების პაკეტის გამოყოფასთან დაკავშირებით.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს