უკრაინის პრემიერი - მადლობა შარლ მიშელს და ევროკავშირის ლიდერებს ურყევი მხარდაჭერისთვის

მადლობა შარლ მიშელს და ევროკავშირის ლიდერებს ურყევი მხარდაჭერისთვის, - ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა ევროკავშირის ლიდერების მიერ უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს ოდენობის დაფინანსების გამოყოფასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განაცხადა.

„მივესალმებით ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას, უკრაინისთვის 2024-2027 წლებში 50 მილიარდი ევროს ოდენობის ახალი ფინანსური ინსტრუმენტის შექმნის შესახებ. ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ომის დროს უკრაინელი ხალხის გამძლეობის მიმართ კიდევ ერთხელ აჩვენეს თავიანთი სოლიდარობა და ერთიანობა. მადლობა შარლ მიშელს და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებს ურყევი მხარდაჭერისთვის. თქვენს თითოეულ ხმას ჩვენს საერთო გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს. 2027 წლის ბოლომდე 50 მილიარდი ევროს პაკეტი აღნიშნულის გარანტიაა“, - განაცხადა დენის შმიგალმა.

შეგახსენებთ, ევროკავშირის ლიდერებმა დღეს, ბრიუსელში გამართულ სპეციალურ სამიტზე უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს მოცულობის დახმარების პაკეტის გამოყოფის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება