ალდაგი სადაზღვევო ბაზარზე ახალ პროდუქტს წარადგენს

სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“, კორპორატიული დაზღვევის ფარგლებში პარაპლანით პროფესიონალ მფრინავებს, ახალ პროდუქტს სთავაზობს. ინფორმაციას „ალდაგი“ ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, „ალდაგის“ ახალი სადაზღვევო პროდუქტი მესამე პირის წინაშე წარმოქმნილი პასუხისმგებლობისა და მგზავრის უბედური შემთხვევის დაზღვევას გულისხმობს.

ინფორმაციის თანახმად, „ალდაგში“ შესაძლებელია, როგორც არაკომერციული, ისე კომერციული დანიშნულების მქონე ფრენების შესაბამისი პოლისების შეძენა. ერთადგილიანი პარაპლანის ან არაკომერციული დანიშნულების მქონე ორადგილიანი პარაპლანისთვის ხდება მესამე პირის წინაშე წარმოქმნილი პასუხისმგებლობის შეძენა, ხოლო კომერციული დანიშნულების მქონე ორადგილიანი პარაპლანისთვის დამატებით მგზავრის უბედური შემთხვევის დაზღვევაა აუცილებელი.

„ალდაგის“ ახალი პროდუქტის ფარგლებში, მომხმარებლებისათვის პროფესიონალი უფლებამოსილი მფრინავებისათვის (კომერციული და არაკომერციული ფრენების მიხედვით) წინასწარ განსაზღვრულია პირობები და ფიქსირებულია შესაბამისი წლიური პრემია.

„მოხარული ვართ, რომ შეგვიძლია კიდევ ერთი სიახლე შევთავაზოთ მომხმარებლებს, კერძოდ, პარაპლანით მფრინავებს. „ალდაგი“ პირველი კომპანიაა საქართველოში, რომელმაც პროფესიონალ მფრინავებს ფრენასთან დაკავშირებული რისკების მაქსიმალურად შესამცირებლად სპეციალური პროდუქტი შესთავაზა“, - აცხადებენ „ალდაგში“.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს